მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერები ვაშლატამასა და ატამზე ფასების შემცირებას არ ელოდებიან

64a566b713944
მარიამ იზორია
05.07.23 18:27
874
ფერმერები ვაშლატამასა და ატამზე ფასების შემცირებას არ ელოდებიან. ისინი bm.ge-სთან საუბარში ამბობენ, რომ რუსული რუბლის გაუფასურებისა და ქართული ლარის გამყარების ფონზე უარესის მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა წელს ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებლები არ იზარალებენ.

“ფასებთან დაკავშირებით უარესის მოლოდინი გვქონდა. ქართული ლარის გამყარების და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, თუმცა წელს ხარისხიანი პროდუქცია ვისაც აქვს, ის არ იზარალებს, მაგრამ სასწაულ მოგებაზე საუბარი ზედმეტია”, - აღნიშნავს ფერმერი ნიკა გეთიაშვილი.
ფერმერები ფასის კლებას არც ადგილობრივ ბაზარზე ელოდებიან, მცირე მოსავლის გამო, ვარაუდობენ, რომ ატმისა და ვაშლატამას ფასი ან უცვლელი დარჩება, ან გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, აგვისტოს თვეში მაღალი ფასი ექნება ე.წ. ბუსუსიან ატამს.

“წელს ფასების კუთხით უკეთესი მდგომარეობაა. გასულ წელს სეზონი მაღალი ფასებით იწყებოდა, შემდგომ კი მცირდებოდა. მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასები 2 ლარიდან დაიწყო, 1.50-ზე კი გაჩერდა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ფასი ხარისხზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის უკვე მოსავალი მცირდება, შესაბამისად, ფასი არ დაიკლებს, პირიქით მომატებას ველოდებით” , - ყვება ფერმერი გიორგი ქიტესაშვილი.

რაც შეეხება ზოგადად, მოსავლიანობის შეფასებას, ფერმერი ნიკა გეთიაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ წელს ყველა ჯიშის ატმის ხეზე ნაკლები ნაკლები მოსავალი იყო, რაც ნაწილობრივ კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

“წელს ატმის ხეებზე მოსავალი შემცირებული იყო. ეს ეხება, როგორც ვაშლატამას, ასევე ატამს. ვაშლატამაზე პიკი ისე გადავიარეთ, ვერც შევატყეთ პიკი იყო თუ არა, დიდი რაოდენობით შეიწოვა ქართულმა ბაზარმა. საექსპოროტდ დაგვრჩა იმაზე მცირე რაოდენობა, რაც გასულ წელს იყო, გადის სეზონი ბაღები დაიკრიფა და პიკი ვერ ვიგრძენით”, - ამბობს ნიკა გეთიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები