მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფერმერებს მექანიზაციის სერვისი 200-300%-ით გაუძვირდათ” - რუსუდან გიგაშვილი

62b5cebe85d82
ანუკა ჯოხაძე
24.06.22 20:50
1991
ფერმერები მოსავლის ასაღებად ემზადებიან, თუმცა წელს მათ მოსავლის აღებაში და არა მარტო უფრო მეტი ხარჯის გაწევა მოუწევთ. უფრო კონკრეტულად გაზრდილია დიზელის ღირებულება, რასაც ემატება გაძვირებული სასუქები და პესტიციდები.

საწვავისა და სასუქების გაძვირების გარდა, ფერმერები მექანიზაციის სერვისის გაძვირებაზეც საუბრობენ. როგორც მომავლის ფერმერების თავმჯდომარე რუსუდან გიგაშილი აცხადებს, სერვისის ღირებულება 200%-ით მაინც არის მომატებული. მისი თქმით, ფერმერები დიდი რისკების წინაშე არიან, რადგან გაძვირებული პროდუქტებით, მათ იაფფასიანი იმპორტირებული საქონლისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ.

“შარშან დაიწყო ეს ტენდენცია და წელსაც გრძელდება, მექანიზაციის სერვისი არის კატასტროფულად გაძვირებული. იცით, რომ სახელმწიფო სერვისი აღარ არსებობს ამ მიმართულებით, იყიდება პერიოდულად მექანიზატორები. კერძო სექტორი უწევს მომსახურებას ფერმერებს.

კერძო სექტორმა კი ეს სერვისები ძალიან გააძვირა. ერთი მხრივ არგუმენტი არის საწვავის ფასი, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში გაზრდილი ფასები და შექმნილი ვითარება მთლიანად აისახა სერვისებზე. ზოგ შემთხვევაში გაძვირება არის 200%-ით, 300%-ით. ეს კი ფერმერების ყოველდღიურ საქმიანობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება”, - აცხადებს ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები