მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფერმერობის მხარდაჭერა ახალ ფასეულობას იძენს - პრემიერი

5eafdd996f31b
BM.GE
04.05.20 13:15
1209
სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირველადი პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი და ეფექტური გემა შეიმუშავა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ფერმერებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები