მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქციის, ფეროშენადნობების ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა. იანვარ-მაისში სულ 105 მლნ 500 ათასი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2023 წლის 5 თვეში 86 მლნ 400 ათასი დოლარი იყო. ქართული ფეროშენადნობებისთვის მთავარ ბაზრად კვლავ თურქეთი რჩება, სადაც 5 თვეში 37 მლნ 200 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, მეორე ადგილზე კი აშშ, სადაც ამ პერიოდში 19 მლნ 600 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. Ამასთან, გალტ ენდ თაგარტის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ივნისში ევროპული ფეროსილიკონის ფასმა ტონაზე 1,575 დოლარს გადააჭარბა, რაც თვიურად 3.2%-იანი შემცირებაა, თუმცა 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი 14 %-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ჩინურ ფეროსილიკონს, გასულ თვეს მისმა ფასმა ტონაზე 1,315 დოლარი შეადგინა. რა ტენდენციებია ფეროშენადნობების ბაზარზე, გამოვიდა თუ არა დარგი კრიზისიდან და რამდენად გააქტიურდნენ მსხვილი საწარმოები?
სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - „ფეროშენადნობთა ასოციაციის" პრეზიდენტი