მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrari F1-ის დირექტორი გადადგა

638603a374900
გიორგი თოლორდავა
29.11.22 17:11
568
Scuderia Ferrari Formula 1-ის დირექტორი მატია ბინოტო თანამდებობიდან გადადგა.

ბინოტო ლეგენდარული იტალიური სარბოლო გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ მისი წინამძღოლობით "საჯინიბომ" Formula 1-ის ჩემპიონობის მოპოვება ვერ მოახერხა, უფრო მეტიც, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბინოტოს არატრადიციულმა სტრატეგიამ Ferrari-ს რბოლებში გამარჯვების არაერთი შანსი დააკარგვინა, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი 2022 წლის სეზონი იყო, რომელშიც შარლ ლეკლერსა და კარლოს საინსს არაერთხელ მოუწიათ რბოლაში პოზიციის დათმობა, მიუხედავად კონკურენტუნარიანი ბოლიდისა.

მართალია, 2022 წელი Ferrari-მ მეორე ადგილზე დაასრულა და იტალიურმა გუნდმა Mercedes-AMG-ის გადასწრება შეძლო, თუმცა Ferrari-ს დირექტორთა საბჭო გუნდისა და ბინოტოსგან მეტს მოელოდა, თანამდებობის დატოვებაც სწორედ ბოლო ოთხი წლის იმედგამაცრუებელი შედეგებითაა განპირობებული.

ვინ დაიკავებს ბინოტოს ადგილს და ვინ გაუძღვება 93-წლიანი ისტორიის მქონე სარბოლო გუნდს, ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ბინოტოს განცხადებით, ის თანამდებობასთან ერთად კომპანია Ferrari-საც ტოვებს. არ არის გამორიცხული, 53 წლის იტალიელმა Formula 1-დან საბოლოოდ წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

ცნობისთვის, Formula 1-ის ისტორიაში Scuderia Ferrari ყველა დროის ყველაზე წარმატებული გუნდია, ენცო ფერარის მიერ დაფუძნებულ გუნდს 16 მსოფლიო ჩემპიონატი და 241 გრან-პრი აქვს მოგებული, სწორედ Ferrari-ს ბოლიდის საჭესთან გერმანელი მიხაელ შუმახერი ზედიზედ ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები