მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrari-ს და Lamborghini-ს ლეგენდარული დიზაინერი, ჯიოტო ბიზარინი გარდაიცვალა

6463375b9b45d
გიორგი თოლორდავა
16.05.23 16:18
946

Ferrari-ს და Lamborghini-ს ლეგენდარული დიზაინერი და ინჟინერი, ჯიოტო ბიზარინი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბიზარინის კალამს Ferrari 250 GTO-სა და Lamborghini Miura-სთვის შექმნილი 12-ცილინდრიანი ძრავები ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ბიზარინის ძრავის მოდიფიცირებულ ვერსიას კომპანია Lamborghini თითქმის 50 წლის განმავლობაში იყენებდა, მათ შორის, ის ინტეგრირებული იყო კომპანიის ყველა ფლაგმანურ მოდელში, კერძოდ, Miura-ში, Countach-ში, Diablo-სა და Murcielago-ში. ბოლო სერიული მოდელი კი, რომელიც ბიზარინის V12-ით აღიჭურვა Lamborghini Murcielago SV იყო.

ძრავების შექმნის გარდა, ბიზარინის კრიტიკული როლი მიუძღოდა Ferrari 250-ის ექსტერიერის დიზაინის შექმნაში, რომელიც დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტომობილად ითვლება.

Ferrari-ს, Lamborghini-სა და Alfa Romeo-ს საჯინიბოებში მუშაობის გარდა, ბიზარინი საკუთარ ავტომობილებზეც მუშაობდა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი Bizzarrini 5300 GT-ია.

იტალიის ისტორიაში ჯიოტო ბიზარინი ყველაზე წარმატებულ და ტიტულიან ინჟინრად ითვლება, რომელმაც ენცო ფერარისა და ფერუჩიო ლამბორგინის გვერდით არაერთი შედევრი შექმნა.


Ferrari 250 GTO


Lamborghini Miura 



Bizzarrini 5300 GT

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები