სუპერქარების მწარმოებელი იტალიური კომპანიის, Ferrari-ს საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულ 70 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულება 54%-ითაა გაზრდილი და უმსხვილესი ავტომწარმოებლების რეიტინგში ის ამჟამად მე-6 ადგილს იკავებს.
Ferrari-ს აღმასვლა მოსალოდნელზე გაცილებით უკეთეს ფინანსურ შედეგებთანაა დაკავშირებული. გასული წლის IV კვარტალში კომპანიამ 1 მილიარდ 650 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოგებამ 606 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.
გასული წელი Ferrari-სთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სუპერქარებისა და ბოლიდების მწარმოებელმა კომპანიამ საზოგადოებას თავისი პირველი SUV წარუდგინა, სახელწოდებით Purosangue. ეს 12-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ ის მალევე იქცა Ferrari-ს ბესტსელერად.
Purosangue საშუალოდ ნახევარი მილიონის ფარგლებში ღირს, თუმცა Ferrari-ს კლიენტებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ კომპანიის მომხმარებლები, ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებმაც ცხოვრებაში უკვე ყველაფერს მიაღწიეს და ბედნიერებისთვის მხოლოდ ყალყზე შემდგარი რაშიღა აკლიათ.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.