მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ferrari, Lamborghini, Rolls-Royce - საქართველოში ლუქს კლასის ავტომობილების იმპორტი გაიზარდა

Ferrari

2025 წელს საქართველოში ლუქს კლასის ავტომობილების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა - ამის შესახებ ავტომობილების რეგისტრაციის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

უფრო დეტალურად, ქვეყანაში გასულ წელს 59 Ferrari-ი დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ამ ბრენდის სულ 40 ავტომობილის რეგისტრაცია აღირიცხა. 53-მდე გაიზარდა Lamborghini-ს ბრენდის ავტომობილების იმპორტი, მაშინ როდესაც 2024 წელს იმპორტი სულ 27-ს შეადგენდა. ასევე გაორმაგდა და 4-მდე გაიზარდა Mclaren-ის ავტომობილების იმპორტიც.

მკვეთრად გაიზარდა სხვა ლუქს კლასის ბრენდების ავტომობილების იმპორტიც, 2025 წელს ქვეყანაში სულ 28 Rolls-Royce-ი დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ამ ბრენდის სულ 16 ავტომობილის რეგისტრაცია აღირიცხა. ასევე Mercedes Maybach-ის ავტომობილების იმპორტი 104-ს შეადგენდა, 2024 წელს კი 73 იყო. შემოვიდა 50 ერთეული Bentley-იც (2024 წელს 26).

რაც შეეხება სხვა ლუქს კლასის მოდელებს - Porche 911-ის 88 ავტომობილის რეგისტრაცია აღირიცხა, რაც 2024 წელთან შედარებით ნაკლებია (106); Porche Taycan-ის იმპორტი კი 58-ს შეადგენდა (2024 წელს 57).

Land Rover-ის მარკის ავტომობილების იმპორტი 2025 წელს 1,568-მდე გაიზარდა, 2024 წელს კი 1041 იყო. Aston Martin-ის იმპორტი კი 9 მოდელს შეადგენდა (2024 წელს 6).

მთლიანობაში 2025 წელს საქართველოში სულ 171 787 ავტომობილის პირველადი რეგისტრაცია აღირიცხა, რაც 2024 წლის ავტოიმპორტთან შედარებით 13%-ით მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები