მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხბურთი რიცხვებში - ქართული კლუბები ზარალზე არიან

61430fe717080
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.21 00:00
4828
საქართველოს ეროვნული ლიგა 10 კლუბისგან შედგება და დღეს მის სათავეში ბათუმის დინამოა. კლუბების შემოსავლები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მათ შორის 2020 წელს ყველაზე დიდი - 11.2-მილიონიანი შემოსავალი თბილისის დინამოს ჰქონდა, ხოლო ეროვნული ლიგის პრიზიორის - ბათუმის დინამოს შემოსავალი 2020 წელს 2.8 მილიონი ლარი იყო.

ეროვნულ ლიგაში არსებული საფეხბურთო კლუბებს დაფინანსების 4 ძირითადი წყარო აქვთ, ესენია 1) კლუბის მესაკუთრის ინვესტიციები; 2) ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების სუბსიდიები; 3) UEFA-ს დაფინანსება; 4) კომერციული შემოსავლები, რაც როგორც წესი ყველა კლუბისთვის მიზერული ოდენობისაა. ეროვნულ ლიგაში არსებული 10 კლუბიდან 8-ს ფინანსური მაჩვენებლები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ამ რვა საფეხბურთო კლუბიდან, ფინანსური ანგარიშების თანახმად, შვიდი ზარალზეა, შესაბამისად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი რეალური კომერციალიზაციისგან ჯერ საკმაოდ შორსაა.

კლუბების ფინანსური შედეგები ასეთია:

თბილისის დინამო

● 2020 წლის სრული შემოსავალი - 11,200,942 ლარი;
● მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 4,570,187 ლარი;
● სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 909,442 ლარი;
● სპონსორობა, რეკლამა და სხვა კომერციული შემოსავალი - 810,463 ლარი;
● შემოსავალი არასაფეხბურთო საქმიანობიდან (განმარტებული არაა წარმოადგენს თუ არა ეს შემოსავალი უშუალოდ მფლობელის დაფინანსებას) - 1,897,722 ლარი.

● მთლიანი სახელფასო ხარჯები - 6,969,086 ლარი;
● მათ შორის ფეხბურთელების ხელფასები და ბენეფიტები - 3,362,302 ლარი;
● ადმინისტრაციის ხელფასები - 3,606,784 ლარი.

კლუბის ზარალი 2020 წელს - -5,433,356 ლარი.

ბათუმის დინამო:

● 2020 წლის სრული შემოსავალი - 2,790,330 ლარი;
● მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 1,362,768 ლარი;
● სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 947,634 ლარი;
● სპონსორობა, რეკლამა და სხვა კომერციული შემოსავალი - 443,478 ლარი;

● მთლიანი სახელფასო ხარჯები - 3,301,944 ლარი;
● მათ შორის ფეხბურთელების ხელფასები და ბენეფიტები - 2,406,760 ლარი;
● ადმინისტრაციის ხელფასები - 895,184 ლარი.

კლუბის ზარალი 2020 წელს - -1,849,872 ლარი.

საბურთალო:

● 2020 წლის სრული შემოსავალი - 3,412,648 ლარი;
● მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 1,391,317 ლარი;
● სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 1,675,473 ლარი;
● სპონსორობა, რეკლამა და სხვა კომერციული შემოსავალი - 345,858 ლარი;

● მთლიანი სახელფასო ხარჯები - 3,200,548 ლარი;
● მათ შორის ფეხბურთელების ხელფასები და ბენეფიტები - 2,140,670 ლარი;
● ადმინისტრაციის ხელფასები - 1,059,878 ლარი.

კლუბის ზარალი 2020 წელს - -1,243,251 ლარი.

ლოკომოტივი:

● 2020 წლის სრული შემოსავალი - 2,496,591 ლარი;
● მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 449,119 ლარი;
● სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 821,250 ლარი;
● სპონსორობა, რეკლამა და სხვა კომერციული შემოსავალი - 75,988 ლარი;
● შემოსავალი დაკავშირებული მხარისგან - 867,000 ლარი.

● მთლიანი სახელფასო ხარჯები - 1,104,088 ლარი;
● მათ შორის ფეხბურთელების ხელფასები და ბენეფიტები - 863,311 ლარი;
● ადმინისტრაციის ხელფასები - 240,777 ლარი.

კლუბის ზარალი 2020 წელს - -132,587 ლარი.

თელავი:

● 2020 წლის სრული შემოსავალი - 1,313,525 ლარი;
● მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 75,391 ლარი;
● სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 824,381 ლარი;
●  სპონსორობა, რეკლამა და სხვა კომერციული შემოსავალი - 402,862 ლარი;

● მთლიანი სახელფასო ხარჯები - 1,107,653 ლარი;
● მათ შორის ფეხბურთელების ხელფასები და ბენეფიტები - 757,732 ლარი;
● ადმინისტრაციის ხელფასები - 349,920 ლარი.

კლუბის ზარალი 2020 წელს - -471,987 ლარი.

წყალტუბოს სამგურალი:

● 2020 წლის სრული შემოსავალი - 1,479,367 ლარი;
● მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 0 ლარი;
● სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 1,002,800 ლარი;

● მთლიანი სახელფასო ხარჯები - 1,176,120 ლარი;
● მათ შორის ფეხბურთელების ხელფასები და ბენეფიტები - 724,526 ლარი;
● ადმინისტრაციის ხელფასები - 451,594 ლარი.

კლუბის ზარალი 2020 წელს - -93,713 ლარი.

გორის დილა:

● 2020 წლის სრული შემოსავალი - 1,914,718 ლარი;
● მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 28,596 ლარი;
● სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 844,894 ლარი;
სხვა საოპერაციო შემოსავალი - 1,041,228

● მთლიანი სახელფასო ხარჯები - 1,120,311 ლარი;
● მათ შორის ფეხბურთელების ხელფასები და ბენეფიტები - 784,644 ლარი;
● ადმინისტრაციის ხელფასები - 335,667 ლარი.

კლუბის მოგება 2020 წელს - 244,374 ლარი.

შუქურა:

● 2019 წლის სრული შემოსავალი - 669,269 ლარი;
● მათ შორის UEFA-ს დაფინანსება - 0 ლარი;
● სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სუბსიდიები - 433,200 ლარი;

● მთლიანი სახელფასო ხარჯები - 560,143 ლარი;
● მათ შორის ფეხბურთელების ხელფასები და ბენეფიტები - 315,950 ლარი;
● ადმინისტრაციის ხელფასები - 244,193 ლარი.

კლუბის ზარალი 2019 წელს - -209,119 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები