მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fiat-ის საწარმო კორონავირუსის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს

5e3d11a173d7c
ნათია თაქთაქიშვილი
07.02.20 23:30
1036
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი Fiat Chrysler-ი პირველი საწარმო აღმოჩნდა, რომელმაც კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებზე ხმამაღლა ისაუბრა. ევროპული ავტოსაწარმო აღნიშნავს, რომ მას შესაძლოა, ერთ-ერთი ევროპული ქარხნის გაჩერება მოუხდეს კორონავირუსის გახანაგრძლივების შემთხვევაში. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემა წერს, რომ პრობლემების წინაშე არამხოლოდ უხანში და ზოგადად ჰუბეის პროვინციაში მდებარე ავტოკონცერნების საწარმოები დგანან, არამედ კორონავირუსი მათ ევროპაში განლაგებულ ქარხნებსაც უქმნის საფრთხეს, რადგან წარმოების ჯაჭვი ირღვევა.

როგორც Fiat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ მეინლიმ განაცხადა, კომპანიის ევროპული წარმოება მას შემდეგ დადგა რისკის ქვეშ, რაც მათი ქარხანა ჩინეთში გაჩერდა და ავტონაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო ადგილობრივი წარმოება დროებით გააჩერა და საახალწლო არდადეგები 9 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

Fiat Chrysler-ი ჩინეთში ერთი ერთობლივი საწარმოთია წარმოდგენილი, კომპანია Guangzhou Automobile Group-თან თანამშრომლობს და ჩინეთის ავტოწარმოების ბაზრის მხოლოდ 0.35%-ი უკავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები