მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fidelity კლიენტებს კრიპტოვალუტებით ტრეიდინგის საშუალებას მისცემს

6364fab2a899f
გიორგი თოლორდავა
05.11.22 00:20
643
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი საფინანსო ორგანიზაცია Fidelity კლიენტებს კრიპტოვალუტებით ტრეიდინგის საშუალებას მისცემს.

კომპანიის თითქმის 34 მილიონი მომხმარებელი შეძლებს პირდაპირ Fidelity-ის საბროკერო პლატფორმის მეშვეობით, ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე იყიდოს და გაყიდოს სასურველი კრიპტოვალუტა.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, კლიენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია კრიპტოაქტივებში ინვესტირებით და აქტიურ ტრეიდინგში ჩართვით, სწორედ ამიტომ Fidelity ითვალისწინებს კლიენტების სურვილებს და შესაბამის ფუნქციონალს ამატებს

საგულისხმოა, რომ Fidelity თითქმის 10 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს აკონტროლებს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივების მენეჯერად აქცევს.

ამერიკული საფინანსო ჰოლდინგი 70,000 თანამშრომელს ასაქმებს და მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელს ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენეჯმენტი ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოაქტივების მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ გასულ წელს კომპანიამ საპენსიო დანაზოგებისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა დაამატა. მომხმარებლებს მიეცათ იმის საშუალება, რომ თავიანთი დანაზოგის მცირე ნაწილი კრიპტოაქტივებისთვის დაეთმოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები