მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA ბავშვთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს ჩაატარებს, რომლის მონაწილე საქართველოც იქნება

ბავშვთა მუდნიალი 74-ე კონგრესზე განიხილეს

FIFA-ს რიგით 74-ე კონგრესზე, რომელიც ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა ჯანი ინფანტინომ 15 წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება დააანონსა.

შვეიცარიელის განცხადებით ტურნირზე მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა, 211-ვე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და თუ იდეა წარმატებას მიაღწევს, 15 წლამდე ნაკრებები კვალიფიკაციის გარეშე მოხვდებიან ჩემპიონატზე, რომელთა შორისაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იქნება.


“ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული და ძვირი დაჯდება, მაგრამ ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. ვნახავთ რისი გაკეთება შეგვეძლება, ამას გარდა საფეხბურთო ლეგენდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზეც უნდა ვიმსჯელოთ. FIFA დიდი კლუბების თამაშების მხოლოდ 1 პროცენტს აორგანიზებს. ჩვენი ორგანიზაცია ფეხბურთს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფინანსებს, შემოსავალი კი 211 ქვეყანაში ნაწილდება. არცერთი სხვა ორგანიზაცია ამას არ აკეთებს, ამიტომაც ახალი ტურნირების მეტი დატვირთვების გამო გაკრიტიკება დაუშვებლად მიმაჩნია”, - განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გადაწყვეტილებით ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 24-დან 32-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლიდან მამაკაცთა მუნდიალზე ნაკრებების რაოდენობა 36-ის ნაცვლად 48 იქნება. ამას გარდა 2025 წლიდან ფორმატი ეცვლება FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატსაც, რომელიც უფრო მასშტაბური გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები