მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის წინ, FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ნიუ-იორკში ფეხბურთელთა საერთაშორისო პროფკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მატჩიდან მატჩამდე მინიმალური პაუზა 72 საათი უნდა იყოს, ხოლო წლის განმავლობაში მოთამაშეებს მინიმუმ 21-დღიანი დასვენების საშუალება მიეცეთ.
პერიოდი ინდივიდუალურად დარეგულირდება თითოეული კლუბისა და თითოეული მოთამაშის მიერ, კალენდრისა და კოლექტიური ხელშეკრულებების მიხედვით, თუმცა ზემოთ ხსენებული და დაწესებული ზღვარის დარღვევის შემთხვევაში, სათანადო ზომები აუცილებლად იქნება მიღებული.
რაში აისახება ყველაზე კარგად ეს ყველაფერი? მაგალითად ის კლუბები, რომლებიც ხუთშაბათობით ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებენ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს შაბათსა და კვირის ნაცვლად, აუცილებლად ორშაბათს ჩაატარებენ.




























