საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატიდან $2 მილიარდზე მეტი გამოვიმუშავეთ - ასე აფასებს FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინო ტურნირს.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ლონდონის “ჩელსის” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი “პსჟ” ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.
ჯანი ინფანტინომ ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც ტურნირი საბოლოო ჯამში წარმატებული იყო:
“ჩვენ $2 მილიარდზე მეტი გამოვიმუშავეთ. $31 მილიონი დოლარი თითო მატჩზე, ვერცერთი ტურნირის შემოსავალი ამას ვერ შეედრება. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ კლუბები კმაყოფილები არიან. მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს. ჩვენ მათაც კი ვიღებთ. მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, მე ვიცავ იმას, რასაც ფიფა აკეთებს. გულშემატკივართა მხრიდან არცერთი სერიოზული გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ვფიქრობ, რომ ასე იქნება ბოლომდე”, - განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ საკლუბო მუნდიალი განახლებული სახით ისტორიაში პირველად ტარდება და მასში 32 გუნდი მონაწილეობს. საპრიზო ფონდი კი $1 მილიარდს შეადგენდა, საიდანაც გამარჯვებულ გუნდს, ანუ “ჩელსის” წილად $200 მილიონზე მეტი ხვდა.




























