ფიფა გეგმავს, 2027–2030 წლების პერიოდში ფეხბურთის განვითარებისთვის $6 მილიარდზე მეტი გამოყოს. ეს თანხა ორჯერ აღემატება იმ ოდენობას, რომლის განაწილებაც იმავე პერიოდისთვის თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.
ახალი წინადადების თანახმად, ფიფას თითოეული წევრი ასოციაცია, მათ შორის საქართველოც, ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში $25 მილიონს მიიღებს. ეს დაგეგმილ $110 მილიონთან შედარებით $15 მილიონით მეტია. ამასთან, ექვსივე კონტინენტურ საფეხბურთო კონფედერაციას იმავე პერიოდში $99 მილიონი გამოეყოფა.
წინადადების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობდა, თანხის დასაფინანსებლად ფიფა საკუთარი ფინანსური რეზერვებიდან $3,5 მილიარდზე მეტს გამოყოფს. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია 48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის უპრეცედენტო კომერციულ წარმატებასთან.
თუ წინადადებას დაამტკიცებენ, ინფანტინოს 2016 წელს ფიფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ წევრი ასოციაციებისთვის გამოყოფილი თანხა $1 მილიონიდან $25 მილიონამდე გაიზრდება.
ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელსაც აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ერთობლივად უმასპინძლეს, დაახლოებით $15 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება თავდაპირველ პროგნოზს $11 მილიარდს, რომელიც მოგვიანებით $13 მილიარდამდე გაიზარდა.
თუმცა დამატებითი თანხების განაწილების გეგმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფიფას კომერციული საქმიანობისა და ღონისძიებების კერძო ინვესტორებისთვის გახსნის ინიციატივა FIFA Forward Enterprise (FFE) ჩაიშალა. პროექტი ითვალისწინებდა ფიფას კომერციული და ღონისძიებების მიმართულებების 20-პროცენტიანი წილის კერძო ინვესტორებისთვის შეთავაზებას, რასაც ჯანი ინფანტინოს მიმართ მწვავე კრიტიკა და განსაკუთრებული ყურადღება მოჰყვა.
























