მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA ტენესისა და მიჩიგიგანის უნივერსიტეტებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოკვლევის ფარგლებში $3 მილიონზე მეტს გადაუხდის

ტენესის და მიჩიგანის უნივერსიტეტები

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ამერიკის ორ უნივერსიტეტს მიჩიგანსა და ტენესის $3,13 მილიონის გრანტს გამოუწერს, რათა გამოიკვლიონ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის თუ როგორ გაზარდონ და შეინარჩუნონ საფეხბურთო ბალახი იდეალურ მდგომარეობაში.

FIFA-ს მიერ გამოყოფილი თანხა მკვლევრების ანაზღაურების გარდა მოხმარდება სტუდენტების მოგზაურობას, ხელსაწყობის შეძენას, მათი სწავლის დაფინანსებას და სხვა ხარჯებს.

კვლევის ხელმძღვანელები ჯონ სოროშანი და ჯონ როჯერსი იქნებიან, ტენესისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც სტუდენტებს აგროკულტურასა და ბალახის მოყვანასთან დაკავშირებულ მეცნიერებას ასწავლიან. აღსანიშნავია, რომ 1994 წლის აშშ-ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის როჯერსმა აშშ-სა და შვეიცარიის გახსნითი შეხვედრის სტადიონ “Pontiac Silverdome-ის” ბალახზე იმუშავა.

მოკვლევა 2025 წლის ივნისში უნდა დასრულდეს და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წახალისების მიზნით მხარი დაუჭირა სტუდენტებს, რასთან ერთადაც მოწესრიგებულ მინდვრებსაც მიიღებს.

2026 წლის მუნდიალი იქნება პირველი, რომელიც ერთბაშად სამ სახელმწიფოზე კანადაზე, აშშ-სა და მექსიკაზე გადანაწილდება. ეს კი მოითხოვს ბალახის მასივს, რომელიც იმუშავებს როგორც გრილ, მშრალ, ასევე ცხელ და ტროპიკულ გარემოში.

აშშ-ს ტერიტორიაზე გასულ ზაფხულს ჩატარებულმა კოპა ამერიკამ დიდი კრიტიკა გამოიწვია, რადგან მოედნებზე მინდვრები საშინელ მდგომარეობაში იყო, ბალახის სიგრძე დასაშვებზე დაბალი იყო და ამავდროულად სტადიონები სიგრძესა და სიგანეში ჩვეულებრივზე 5 მეტრით მოკლე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები