"თფილისი, თბილისი, ტფილისის" დღევანდელ სერიაში ერთ უცნაურ ამბავს გიამბობთ, ამბავს ქართველი კომერსანტისა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თბილისს შორის აღებ-მიცემობის გაჩაღებას ეშურებოდა და ბოლოს იქამდეც კი მივიდა, რომ ტფილისელ მესაკრავეთა ანსამბლის ფილადელფიაში, 1876 წლის მსოფლიო გამოფენაზე წაყვანა განიზრახა. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე როდი წარიმართა, როგორც ანტრეპრენერ, მიხელ ბეთანელს სურდა…
გიორგი ჭეიშვილის საავტორო გადაცემა;