მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილადელფიაში ქართული რესტორანი “საქართველო” გაიხსნა - ინვესტიცია $300 ათასია

6381d244ca5d9
ლიკა გურაბანიძე
27.11.22 23:10
10075
აშშ-ში, ფილადელფიაში ქართული პრემიალური ხაზის რესტორანი “საქართველო” გაიხსნა. რესტორნის დამფუძნებელი იმედა ლონდარიძე bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ობიექტში ჯამურად 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. რესტორანი ორ სართულიანია, 70 სტუმარზეა გათვლილი და 10 ადამიანს ასაქმებს.

“ფილადელფია დაუნთაუნში, სადაც ახლა ჩვენი რესტორანია, აქ ქართული რესტორანი საერთო არ იყო, თუმცა მოთხოვნა არსებობდა. ჩვენი რესტორანი ნოემბრის დასაწყისში გაიხსნა და ახლა რასაც ვუყურებ, საკმაოდ ბევრი სტუმარი მოდის. “საქართველოში” მხოლოდ ქართული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. მათ შორის ისეთი როგორცაა: აჭარული ხაჭაპური, ხინკალი და სხვა. აქ ამერიკულ, ან ევროპულ კერძებს არ ვამზადებთ”, - განმარტა იმედა ლონდარიძემ.

რაც შეეხება კადრებს და ანაზღაურებას, ლონდარიძის განმარტებით, დღეს აშშ-ში კარგი ქართველი შეფის მოძებნა სირთულეს აღარ წარმოადგენს, მაშინ, როდესაც დაახლოებით სამი წლის წინ ეს მარტივი პროცესი არ იყო.

“აქამდე აშშ-ში კადრების დეფიციტი იდგა, დღეს ეს სირთულეს აღარ წარმოადგენს. ბევრი პროფესიონალი ქართველია ჩამოსული, რომლებიც სამსახურს ეძებენ. ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფი სჭირდება და დღეს ეს პრობლემა აღარაა. ჩვენს რესტორანში საშუალო დღიური ანაზღაურება 150$-დან 200-300$-მდე მერყეობს. გააჩნია პოზიციას.” - აღნიშნა რესტორან “საქართველოს” დამფუძნებელმა.

წლიურად რესტორანს 3-დან 4 მლნ-ის ბრუნვა ექნება. იმედა ლონდარიძე უკვე 16 წელია აშშ-ში პენსილვანიის შტატში, კერძოდ ფილადელფიაში ცხოვრობს და 2016 წლიდან სარესტორნო ბიზნესს ავითარებს. ამჟამად მის მფლობელობაშია რესტორნები: Georgian Bread Cuisine და Sakartvelo.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები