რაჭაში მდებარე ტურისტულ და გასტრონომიულ სივრცე "კესანე - არ დამივიწყოს" დამფუძნებელი, გვანცა ყრუაშვილი აცხადებს, რომ ობიექტის მთავარი მიზანი განვითარება და კონცეპტ „ფერმიდან სუფრამდე“-ს გაგრძელებაა.
მან BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ვმუშაობთ რაჭის მიმართულების გაძლიერებაზე, რადგან ეს რეგიონი ჩვენთვის პრიორიტეტულია. პარალელურად გვინდა, რომ კიდევ უფრო გამოვიყენოთ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია და გავაძლიეროთ ღვინის ჰაბი“, - განაცხადა ყრუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მომავალში იგეგმება თბილისში ფილიალის გახსნა, რომელიც რაჭის მიმართულებას დაეხმარება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, სივრცე სასტუმროს მიმართულების დანერგვას გეგმავს.
ცნობისთვის, სტუმარმასპინძლობის მულტიფუნქციური სივრცე „კესანე - არ დამივიწყო“ 2023 წლის 1 ივლისს გაიხსნა და მომხმარებლებს ადგილობრივი მეწარმეების ღვინოსა და ტრადიციულ ქართულ კერძებს სთავაზობს.




























