მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” დიდ ბრიტანეტში 10 წელში ტრადიციული სიგარეტის გაყიდვას შეწყვეტს

60ffc306e9515
BM.GE
27.07.21 12:20
618
თამბაქოს გიგანტის, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” აღმასრულებელი დირექტორი, იაცეკ ოლზაკი დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში აკრძალოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარება.

“ჩვენი კომპანია თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალის შექმნის შესაძლებლობას ხედავს და ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამ შესაძლებლობას, მით უკეთესი იქნება საყოველთაო კეთილდღეობისთვის”, - ამბობს იაცეკ ოლზაკი.

მისივე განცხადებით, ტრადიციული სიგარეტისადმი მთავრობების მიდგომა ძრავაზე მომუშავე მანქანებისადმი მიდგომის მსგავსი უნდა იყოს - 2030 წლისთვის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში მაინც არსებობს უნდობლობა, რაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით არის გამოწვეული, თითქოს “თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით მეტი ზიანის მომტანია”. “ფილიპ მორისის” წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მთავრობის მიერ უკვამლო მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი დაეხმარება ზრდასრულ მომხმარებელს, არ მოექცეს არასწორი ინფორმაციის გავლენის ქვეშ და გააკეთოს სწორი არჩევანი.

“მიეცით მათ უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლის შესაძლებლობა... სწორი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის შემთხვევაში, 10 წელიწადში, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდება”, - ამბობს იაცეკ ოლზაკი.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, კომპანია მიზნად ისახავს, რომ 2025 წლისთვის მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება სწორედ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებისგან მიიღოს.

თამბაქოს კომპანიის ინიციატივა, შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი, საზოგადოების წარმომადგენლებსა და რიგ ჯანდაცვის ორგანიზაციებში უნდობლობას იწვევს. მათი განცხადებით, კომპანიები “უკვამლო მომავლისთვის” პოზიციონირების პარალელურად, ტრადიციული სიგარეტების პოპულარიზაციასა და კომერციალიზაციას აქტიურად ცდილობენ.

თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა” თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შექმნისა და განვითარების პროცესში 8 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

აღსანიშნავია, თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო უპირატესობებს ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები აღიარებენ, როგორებიც არის: Public Health England და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები