მსოფლიოში მილიონზე მეტი განსხვავებული ფილმია გადაღებული, მათი უმეტესობა კი უბრალოდ საშუალო დონისაა, ანუ არც გამორჩეულად კარგი და არც ცუდი.
ზოგადად, ფილმის დონესა და ხარისხს არაერთი პარამეტრი განსაზღვრავს, მათ შორისაა: კრიტიკოსების შეფასებები, კინოგაქირავების მაჩვენებლები, მიღებული შემოსავლები და, რაც მთავარია, კმაყოფილი მაყურებლები.
ერთ-ერთი საზომი, რომლითაც ფილმის დიდებულებას აფასებენ, ოსკარების დაჯილდოებას უკავშირდება. ეს არის კინოს ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც არაერთ კატეგორიაში გაიცემა და მისი მიღება ყველა რეჟისორის, მსახიობისა თუ პროდიუსერის ოცნებაა.
1929 წლიდან მოყოლებული, კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არაერთ განსხვავებულ კინოსურათს მიუღია, თუმცა ზოგიერთმა ფილმმა დაჯილდოებაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და, როგორც იტყვიან, იმ წელს ოსკარები მოხვეტა.
დღეს სწორედ იმ ფილმების რეიტინგს შემოგთავაზებთ, რომელთაც ისტორიაში ყველაზე მეტი ოსკარი აქვთ მიღებული:
1. ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (2003)
რეჟისორი: პიტერ ჯექსონი
ნომინაცია: 11
გამარჯვება 11
2. ბენ-ჰური (1959)
რეჟისორი: უილიამ უაილერი
ნომინაცია: 12
გამარჯვება: 11
3. ტიტანიკი (1997)
რეჟისორი: ჯეიმზ კამერონი
ნომინაცია: 14
გამარჯვება: 11
4. ვესტსაიდური ამბავი (1961)
რეჟისორი: რობერტ ვაისი
ნომინაცია: 11
გამარჯვება: 10
5. უკანასკნელი იმპერატორი (1987)
რეჟისორი: ბერნარდო ბერტოლუჩი
ნომინაცია: 9
გამარჯვება 9