მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოსკარზე" საქართველოს სახელით წელს კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი|სამინისტრო

საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი", საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წერს, კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით ჩატარდა. ფილმი სპეციალურმა კომისიამ ეროვნული არქივის კინოთეატრში, ფარული კენჭისყრის შედეგად, გამოავლინა.

ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5 ფილმი მონაწილეობდა:

• „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;

• „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია;

• „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე;

• „მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე;

• „გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ფილმი "გურია" გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, "შემოქმედებითი საქართველოს", საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით. "გურია" საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის თანაწარმოებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები