მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FINA - ციფრული განვითარების 14 წელი

FINA - ციფრული განვითარების 14 წელი
15.09.25 09:00
421

წელს კომპანია FINA 14 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს თარიღი განსაკუთრებული ეტაპია როგორც კომპანიისთვის, ასევე იმ ათასობით ორგანიზაციისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ FINA-ს პროგრამულ პროდუქტებს საკუთარი ბიზნესის მართვისა და განვითარების პროცესში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანია FINA აქტიურად მუშაობს ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობაზე. ინოვაციური გადაწყვეტილებები, ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისები კომპანიის წარმატების მთავარი განმსაზღვრელია.

სწორედ ამ მიზეზით, FINA-მ მოიპოვა ლიდერის პოზიცია საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე და დღეისათვის ემსახურება 6,000-ზე მეტ ორგანიზაციას.

კომპანია FINA ბაზარზე წარმოდგენილია 10-ზე მეტი პროდუქტით, მათ შორის, ბუღალტერიის, კაფე-რესტორნის, ვაჭრობის, სასტუმროსა და დისტრიბუციის პროგრამებით, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ბიზნეს სექტორს და ემსახურება ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Wendy’s, Voulez-Vous, Dunkin, Subway, Iota Hotel, Ici Paris, ეთნოგრაფი, Safilo, Apple City და მრავალი სხვა. FINA-ს ენდობიან როგორც ცნობილი ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს FINA-ს უპირატესობას.

კომპანია FINA-სთვის 14 წლის იუბილე მხოლოდ წარსული გამოცდილების შეფასება არ არის, ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი.
FINA განაგრძობს ინვესტირებას ინოვაციებში, ქმნის პროდუქტებს, რომლებიც კომპანიებს ზრდასა და მართვის გამარტივებაში ეხმარება და კვლავ რჩება სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებისთვის ისეთ პარტნიორად, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს.

და ბოლოს, FINA მადლობას უხდის მომხმარებლებსა და პარტნიორებს, რომელთა ნდობა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა კომპანიისთვის დიდი მოტივაციაა.

ასევე, კომპანია განსაკუთრებულ მადლობას უხდის საკუთარი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა პროფესიონალიზმი და ერთგულება FINA-ს წარმატების საფუძველს წარმოადგენს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები