მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სესხების სუბსიდირებით სასტუმროების 5%-ზე ნაკლებმა ისარგებლა" - შალვა ალავერდაშვილი

5f50fd02847df
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.20 10:15
1074
მთავრობის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით მცირე, საშუალო და საოჯახო ტიპის სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა კიდევ 12 თვემდე გახანგრძლივდა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი, განსაკუთრებით კი სასტუმროები დააზარალა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც BM.GE-ს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მოაწოდა, პირველ ნაკადზე სესხის სუბსიდირებით 487-მა , ხოლო მეორე ნაკადზე 226-მა ბიზნეს სუბიექტმა ისარგებლა, რამაც ჯამში 713 ბენეფიციარი შეადგინა.

BM.GE-ი დაინტერესდა, როგორ აფასებს სექტორი მთავრობის მიერ სესხების სუბსიდირების გახანგრძლივებას. ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, სექტორი ამ საჭიროებაზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობს.

„მოცემულობა გვაქვს ასეთი - 2021 წლის ივნისამდე სექტორი გადახდისუუნაროა. სექტორში ვგულისხმობ ქვეყანაში არსებულ 3 500-ზე მეტ სასტუმროს, 7 000-ზე მეტი გესთ ჰაუსსა და 12 000-ზე მეტ კვების ობიექტს. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ახლაც გადახდისუუნაროა. დროებით რეგიონებში შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგ რამდენიმე სასტუმრომ იმუშავა, თუმცა თბილისში, სადაც სასტუმროების 38%-ია თავმოყრილი, რაც ბუნებრივია რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივსულიყავით“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე სასტუმროს მენეჯერი მიიჩნევს, რომ თანადაფინანსების პროგრამაში ბიზნესსუბიექტების მინიმალური რაოდენობა იღებს მონაწილებას და ამის მიზეზი პროგრამაში არსებული ბარიერებია.

„მინდა აღვნიშნო, რომ 11 000-ზე მეტი განთავსების ობიექტიდან პროექტში ჩართულია სულ 519 ობიექტი, რეალურად დახმარება მიუღია სექტორის 5%-ზე ნაკლებს. იგივე ერთ-ერთი ჩემი სასტუმრო ვერ მოვახვედრე ამ პროგრამაში და შესაბამისად ბევრ სასტუმროს გაუჭირდება ამ პროგრამაში მოხვედრა იმედენი ბერკეტები დახვდა ხალხს და იმდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწევდათ, რეალურად განაცხადები მართლა შევიდა 3 000-ზე მეტი და დაფინანსდა 519", - უთხრა BM.GE-ის შალვა ალავერდაშვილმა.  


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები