აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტ ალისია ფილიპს მანდავილს შეხვდა. ამის შესახებ bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ჩართულობა განათლების რეფორმის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.
აღსანიშნია, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ MCC-ის 140 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტი გახდა.
ქართულმა მხარემ კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, ხელმოწერილ შეთანხმებაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.




























