მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ტერეზა ჩერვინსკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. EIB-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრას უკავშირდება, რომელიც თბილისში 2-5 მაისს გაიმართება.

EIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალის დირექტორი, ლიონელ რაპაი და ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ლილიანა ბოგუში.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი წლების განმავლობაში უწევს საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის, ისე რეფორმების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები