მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2024 წელს ₾1.83 მილიარდს ისესხებს - ვისგან და რამდენს

დოლარი

2024 წელს საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების აღებას ამცირებს - ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, ახალი საგარეო ვალების მოცულობა 1.83 მილიარდი ლარით გაიზრდება, რაც 2023 წელთან შედარებით 43 მილიონი ლარით ნაკლებია.

მომდევნო წელსაც საქართველოს მთავრობა ყველაზე მეტ თანხას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ისესხებს, ხოლო მოზიდული დაფინანსება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება. საუბარია ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაზე, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული პროექტების დაფინანსებაზე.

2024 წელს საკრედიტო დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი:

საკრედიტო პროექტის დასახელება პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა (მლნ ლარი)
ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (EBRD, ADB) 185
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) 90
ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) 90
კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (WB) 90
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (EIB, WB) 75
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე (EIB, EU) 75
საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) 72
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) 60
საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) 58
Log-In Georgia (WB, EIB) 50
ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) 37
500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) 35
საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) 31
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) 31
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა (ADB) 30
ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB) 30
რეგიონალური განვითარების პროექტი III (მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) (WB) 24
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) 24
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) 23
500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) 21
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) 18
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპანის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) 18
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) 17
რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II (WB, WB-TF) 16
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW, EU-NIF) 16
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) 13
ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) 13
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობა (ADB, EIB) 13
დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) 12
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) 11
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) 11
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (KfW, EBRD, EU-NIF) 11
მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) 10
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) 10
თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) 10
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) 9
COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი (AIIB, KfW, WB) 9
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი (WB) 5
ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EBRD, EIB, EU) 5
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) 5
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) 5
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) 5
თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) 5
თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II-გაზი) (EBRD) 5
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (NEFCO, E5P) 4
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) 3

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები