მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრის მოადგილე პატივისცემას იმსახურებს - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე პატივისცემას იმსახურებს, - ასე შეაფასა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მირზა გელაშვილის თანამდებობის დატოვება.

„ეს უბრალოდ ფაქტი არ არის, როდესაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ამ "რუსული კანონის", პირდაპირ ღია პროტესტის ნიშნად ტოვებს თანამდებობას. არ შეიძლება ამ ადამიანის მოხსენიება, რომ თითქოს სანქციების შეეშინდა. როგორც ვიცით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 1 თვის წინ გადაწყვიტა, ეს პოსტი დაეტოვებინა და არც იცოდა სანქციების შესახებ.

დასავლეთი ამ ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების და ხალხის ღალატს არ აპატიებს, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე პატივისცემას იმსახურებს, ისევე როგორც სებ-ის 3 ვიცეპრეზიდენტი, როდესაც ისინი გადადგნენ, მაშინ "რუსული კანონის" ხსენებაც არ იყო“, - განაცხადა გოცირიძემ "TV პირველზე".

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები