მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ IDA-ს წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე გუნცაძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში, რომელიც აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს IDA-ს 21-ე შევსების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და IDA-ს მე-20 შევსების პროგრამის შეფასება.

ცნობისთვის, საქართველო, როგორც ერთ-ერთი დონორი სახელმწიფო IDA-ს დონორი ქვეყნების რიცხვს 2022 წელს შეუერთდა და უკვე რესურსების მეორე შევსებაში მონაწილეობს დონორის სტატუსით.

"IDA-ს დონორი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გამოხატოს სოლიდარობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის საქმიანობაში საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა მაშინ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები