მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

ლერი ბარნაბიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა.

დღემდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

ფინანსთა მინისტრს უკვე 6 მოადგილე ჰყავს: გიორგი კაკაურიძე, მიხეილ დუნდუა, მამუკა ბარათაშვილი, მირზა გელაშვილი, ეკატერინე გუნცაძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები