ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის მოსაზრებით, აუცილებელია, მომავალი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის დაფინანსება გაიზარდოს.
„საქართველოში 2023 წლის მაჩვენებლით, 80 მილიარდია მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და 2024 წლის მაჩვენებლით, დაგეგმილია 86 მილიარდამდე [ზრდა]. დღეს, ჩვენ მთლიანად ჯანდაცვაზე დანახარჯი გვაქვს, 2.2% რაც არ არის საკმარისი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს ფინანსთა მინისტრთანაც ვთქვით,რომ აუცილებელია 2025 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობაზე დანახარჯები 3%-ზე იყოს აწეული.
ეს პროცესი ყველაფერს შეუწყოს ხელს, დაწყებული დემოგრაფიული პოლიტიკიდან, დამთავრებული პრევენციით, გაგრძელებული ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების გამოჯანმრთელებით“, - განაცხადა მან.