საგადასახადო შეღავათების გამო 2023 წელს ბიუჯეტმა თითქმის 6 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4%-ია და 2018-2022 წლების მაჩვენებლებზე მეტია როგორც ნომინალურ, ისე - მშპ-ს პროცენტულ გამოსახულებაში. ე.წ საგადასახადო დანახარჯებში დღგ-დან მიუღებელი შემოსავლები ლიდერობს, რაზეც მთლიანი თანხის 93% მოდის - რა არის ამ საგადასახადო შეღავათების ეფექტი ეკონომიკაში და რა ეტაპზეა საგადასახადო დანახარჯების რეფორმა?