საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 23 აპრილს 5-წლიანი 85 მლნ ლარის (31.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ობლიგაციები გაყიდა. Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, ამ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო, ხოლო ამ ობლიგაციის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.346პპ-ით გაიზარდა და 8.324% შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს შემდგომი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 7 მაისს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2.7-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციები გაიყიდება.
2024 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.5 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.