ფინანსთა სამინისტრომ მიღებული სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირების კრიტერიუმები დაამტკიცა. კერძოდ, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ცვლილება „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N423 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.
ცვლილება ეხება საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს, რამაც მრავალი კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრა შეიძლება გამოიწვიოს, ვინაიდან აღნიშნული ცვლილების შედეგად განისაზღვრა ის კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შემოსვლების სამსახურს უფლება ექნება დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, საწარმოს კაპიტალში შეტანად გადააკვალიფიციროს და გადახდილი სესხის პროცენტის თანხა მთლიანად დაბეგროს მოგების გადასახადით, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული სესხის პროცენტი შესაძლოა ექცეოდეს ანალოგიური სესხის პროცენტების ე.წ. საბაზრო დიაპაზონში.
სტუმარი: დავით პაპიაშვილი - Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი