მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში

BM.GE
02.02.18 10:17
1197
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი იყო ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში. მათ შორის, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და სსფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯით ბრინკთან.

სტუმარი: ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩართვა სკაიპით ვაშინგტონიდან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები