მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

დაჩი ბერაია

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 2 აპრილის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა.

ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მან ამ პოსტზე სოსო რამიშვილი შეცვალა.

ამ დრომდე, ირაკლი ბერაიას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. "პოლიტიკურ საქმიანობამდე მას წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში", - წერია სამინისტროს გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები