მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა - აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის ფინანსთა სამინისტროში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

სად გააგრძელებს სოსო რამიშვილი საქმიანობას ან ვინ შეცვლის მას ამ თანამდებობაზე, ჯერჯერობით უცნობია.

საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სოსო რამიშვილი ამ თანამდებობას 2018 წლის დეკემბრიდან იკავებს.

მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:

10.2018 - 12.2018 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

03.2018 - 10.2018 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე

2017 – 2018 წელი - შპს RMG Gold და სს RMG Copper - აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

11.2016 - 03.2017 წელი - შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ - ფინანსური დირექტორის მოადგილე

03.2016 - 11.2016 წელი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - განყოფილების უფროსი

2013 - 2015 წლები - სს „საქართველოს რკინიგზა“, ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი - სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

2006 - 2012 წლები - შპს Orion Group, სპორტული ბრენდი PUMA-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში - აღმასრულებელი დირექტორი

2004 - 2006 წლები - რეგისტრირებული კავშირი, სტომატოლოგიური კლინიკა Ortho Dent - მენეჯერი

2001 - 2003 წლები - შპს „მაგო“ - სამეურნეო განყოფილების უფროსი

2000 - 2003 წლები - შპს „ანი“ - მენეჯერი

1999 - 2001 წლები - ამერიკული საკომუნიკაციო კომპანია Orbitel Georgia - გაყიდვების მენეჯერი

განათლება:

1997 - 2001 წლები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

ფლობს ინგლისურსა და რუსულ ენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები