დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ხუთი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 55 600 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.9 პროცენტით, მაქსიმალური 9.09 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.023 პროცენტით განისაზღვრა.




























