მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსურ კრიზისს “ლიონი” მიქაუტაძის ტრანსფერმა გადაარჩინა - Eagle Football Group

მიქაუტაძის ტრანსფერი

ფრანგულმა კლუბმა “ლიონი”, რომელიც მიმდინარე სეზონამდე დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა და საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრებოდა, თავი წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებით, პირველ რიგში კი, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით გადაირჩინა.

აღნიშნულის შესახებ კომპანია Eagle Football Group-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც კლუბის მმართველი გახლავთ და დიდი სამუშაოს გაწევა მოუწია, რათა სახელოვანი ფრანგული კლუბი კატასტროფისგან გადაერჩინა.

ანგარიშის თანახმად, 2025-26 წლების ფინანსური წლის პირველ კვარტალში (1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე) “ლიონმა” ტრანსფერებიდან 40.7 მილიონი ევრო მიიღო, რამაც კლუბი შემოსავლების 57% შეადგინა.

სწორედ ამ თანხით მოახერხა ლიონმა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის წინაშე არსებული დავალიანების გადახდა, რისი წყალობითაც მიმდინარე სეზონშიც ლიგა 1-ში თამაშობს. აღნიშნული თანხიდან უდიდესი წილი მოდის მიქაუტაძის ტრანსფერზე, რომელიც ფრანგული კლუბიდან ვილიარეალში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანელებმა 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა, სხვადასხვა ვადლდებულებების გათვალისწინებით, ლიონელებმა მხოლოდ 22.6 მილიონი ევრო მიიღეს, თუმცა კი ესეც საკმარისი აღმოჩნდა ფინანსური დავალიანებების დასაფარად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები