იუთუბერი ირაკლი კაკაბაძის თქმით, საქართველოში სოციალური მედიის როლი იზრდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, Youtube პლატფორმაზე მიმდინარე წლიდან მსხვილი კომპანიები გამოჩნდნენ, რაც ამ ბაზრის ათვისების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება გამომწერების რაოდენობას, ლიდერი საქართველოში Tik-Tok-ია.
„ხალხის რაოდენობით თუ გავზომავთ რა თქმა უნდა ლიდერობს Tik-Tok, ხშირად კონტენტიც ისეთია, რომ ენის ბარიერიც არ არის, ბევრი უცხოელი უერთდება. Youtube-ი უფრო დაბლაა ამ მხრივ, იმიტომ, რომ „კაცების“ კონტენტს თუ აკეთებ, მხოლოდ საქართველო გიყურებს, რადგან რთულია ეს უცხოელს ესმოდეს.
ფინანსურად ვფიქრობ, რომ ლიდერია Youtube-ია, რადგან უკვე დიდი პროექტების კეთება შეიძლება, ფინანსურად დიდი და ძლიერი მოთამაშეებიც შემოვიდნენ. აქამდე თუ ერთ სექტორს ვხედავდით, რომელიც იძულებული იყო მხოლოდ სოციალურ ქსელში ყოფილიყო, ახლა უკვე ბანკები, სამშენებლოები გამოჩნდნენ, რომლებმაც დიდი პროექტები დაიწყეს. ფაქტობრივად ახალი წლის მერე მოხდა ეს ამბავი და ძალიან გვახარებს.
მარკეტინგის წარმომადგენლებს დღეს უკვე ბევრს ესმის სოციალური მედიის როლი, აქამდე უფრო ძნელი იყო დარწმუნება, რომ რეკლამის ტელევიზიაში წაღებას, კონკრეტულ "ტარგეთ" აუდიტორიაში წაღება სჯობდა, ახლა ნელ-ნელა გამოჩნდნენ. ფინანსების გამოჩენა ცხადია დაასტიმულირებს ბაზარს, სადაც ფულია იქით მიდის განვითარება,“ - განაცხადა კაკაბაძემ.