მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური ანგარიშგებების და აუდიტორული ტერმინოლოგიის პირველი ონლაინ ლექსიკონი ამოქმედდა

5dc2a56b3f757
შოთა ტყეშელაშვილი
06.11.19 14:52
5770
ფინანსური ანგარიშგებების, აუდიტორული და საბუღალტრო ტერმინოლოგიის პირველი ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი ამოქმედდა. ის ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით შეიქმნა და სატესტო რეჟიმში უკვე ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. 

ონლაინ ლექსიკონის მეშვეობით, ტერმინების ქართული შესატყვისის გარდა, მომხმარებელს შეუძლია განმარტებები და სტანდარტებიდან მოყვანილი კონტექსტები იხილოს.

მაგალითისთვის, ონლაინ ლექსიკონში IFRS სტანდარტების მიხედვით, ტერმინი მოგება ან ზარალი შემდეგნაირად არის განმარტებული:

ქართულად: 

"შემოსავლების ჯამს გამოკლებული ხარჯები, სხვა სრული შემოსავლის კომპონენტების გარეშე."

ინგლისურად:

"The total of income less expenses, excluding the components of other comprehensive income."

"ლექსიკონი ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ტერმინოლოგიის ჰარმონიზაციას, დახვეწას და გამდიდრებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, ლექსიკონი მომხმარებელს არსებული ქართული ტერმინოლოგიის შეფასებისა და ახალი ვერსიების შემოთავაზების საშუალებას მისცემს. მომხმარებლის მიერ შემოთავაზებულ ტერმინებს სამსახურთან შექმნილი პრაქტიკოსებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებისაგან შემდგარი სპეციალური კომიტეტი განიხილავს. გარდა ამისა, ლექსიკონი მომხმარებელს ტერმინების შეფასების საშუალებას აძლევს და თითოეულ ტერმინს შესაბამის რეიტინგს ანიჭებს", - ნათქვამია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები