„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. იმ საწარმოებს, რომლებიც ზედიზედ ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფინანსურ ანგარიშგებებს არ წარადგენენ, ხუთმაგი ოდენობით გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, იცვლება აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისათვის სანქციის გამოყენების პროცედურა. ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სუბიექტი დააჯარიმოს ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.
ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია, რა კატეგორიის საწარმოს წარმოადგენს სამართალდამრღვევი. ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტით ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება უჩნდებათ აუდიტორულ ფირმებსაც. ვისთვის, რა იცვლება და რატომ?
სტუმარი: თამარ მარგიშვილი - SARAS-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;