მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსური დავალიანების გამო დღეს გაითიშა "tv პირველის" სატელიტური მაუწყებლობა - განცხადება

სს

ფინანსური დავალიანების გამო, დღეს „ტვ პირველის“ სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სატელიტური და ღია მაუწყებლობა დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის დაფარვაც არხმა ვეღარ შეძლო.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას! თქვენ შეგიძლიათ თქვენი მონაწილეობით გაუზიაროთ tv პირველის მაუწყებლობა მთელს საქართველოს და ემიგრანტებს, ვინც ევროპასა და აზიაში სატელიტის საშუალებით გვიყურებს“, - აცხადებს „ტვ პირველი“.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ ტელეკომპანიისთვის თანხის ჩარიცხვა ანგარიშის ნომერზე: #GE07TB7272236020100006 დანიშნულება: დახმარება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები