2019 წლის 1 ოქტომბრამდე, მე-3 კატეგორიის საწარმოებს წელს პირველად მოუწიათ ფინანსური ანგარიშების წარდგენა, ხოლო მე-4 კატეგორიის საწარმოებს, ეს ვადა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდათ. ის რომ ეს გადავადება მოხდებოდა, ფაქტობრივად 2 დღით ადრე გაიგეს აუდიტორულმა კომპანიებმაც და საწარმოებმაც, რამაც გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა ფაქტია ბევრი კომპანია დაჯარიმებას გადაურჩა. მეორეს მხრივ, გადაწყვეტა რომ ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება გაჩენილიყო პროფესიული წრეების მხრიდან დადებითად არის შეფასებული.
სტუმრები:ვლად ბეჟაშვილი - „ებიტ ჯგუფი“, მმართველი პარტნიორი;
თამარ ჩხატარაშვილი - „ებიტ ჯგუფი“, პარტნიორი


































