მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური განათლება საქართველოში - რა არის ფინანსური განათლება და რატომ გვჭირდება ის?

ფინანსური განათლება დღევანდელობაში ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო საჭიროებაა და გულისხმობს პირადი ფინანსების მართვისათვის საჭირო ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულების ერთობლიობას. ეს უნარები კი ნებისმიერ ადამიანს არსებული გარემოს, რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასებაში ეხმარება.ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება ფინანსური კეთილდღეობის მთავარი წინაპირობაა. ფინანსური განათლება გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს ფულის მართვის როგორც თეორიული გააზრების საშუალება, ასევე პრაქტიკაში სწორად გამოყენების უნარი, ამიტომ რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი ფინანსური განათლების მიღებას, მით უფრო სწორად განკარგავს საკუთარ ბიუჯეტს, იღებს სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და საბოლოოდ, უკეთესად გეგმავს მომავალს. როგორ უნდა დავამენეჯმენტოთ სწორად საკუთარ ფინანსები?

სტუმარი: სალომე ახვლედიანი - ფინანსისტი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები