მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსური ინსტიტუტები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ

ინსტიტუტები
BM. GE
24.08.25 22:15
643

ფინანსური ინდუსტრიის გაერთიანებები, მათ შორის გლობალური ფინანსური ბაზრების ასოციაცია და საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ. ისინი ბაზელის საბანკო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტს მიმართავენ და სთხოვენ, გადახედოს დაგეგმილ რეგულაციებს, რომლებიც ძალაში 2026 წლის პირველ იანვარს შევა.

საქმე ის არის, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები 2022 წელს დაიწერა და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. საბანკო სექტორი ბაზელის კომიტეტს დაგეგმილი ცვლილებების შეჩერებას და გადახედვას ურჩევს.

ფინანსური ინდუსტრიის გიგანტების მიერ მსგავსი მოთხოვნების წამოყენება ამერიკაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შერბილებით აიხსნება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ტრამპი საბანკო-საფინანსო სფეროში კრიპტოვალუტის ინტეგრირებას და ციფრული აქტივების შემოღებას სერიოზულად უჭერს მხარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები