ქართულ ბიზნესსივრცეში სრულიად ახალ, მასშტაბურ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი - ტექნოლოგიური და ბიზნესკონსალტინგის ლიდერ BDO Digital-სა და წამყვან ბიზნესმედია პლატფორმა BMG-ის პარტნიორობით უპრეცედენტო B2B პლატფორმა, Industry Talks შეიქმნა.
Industry Talks მიზნად ქვეყნის წამყვანი ინდუსტრიების მაღალი რგოლის მენეჯერების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ექსპერტების გაერთიანებას ისახავს, რათა ბიზნესის ციფრული განვითარების, პრაქტიკული ქეისებისა და ცვლილებების მართვის განსახილველად რეალური სამუშაო სივრცე შეიქმნას.
ამ მასშტაბურ ინიციატივას ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი გენერალური პარტნიორის სტატუსით შეუერთდა. ლიბერთი, როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას ბიზნესისა და მომხმარებლის გაძლიერების მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევს.
ლიბერთიში აღნიშნავენ, რომ Industry Talks იმ უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი შედგება.
"ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებასა და ინოვაციებს. როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ვხედავთ ამ მიმართულებით. Industry Talks სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და ქმნის სივრცეს ბიზნესის ციფრული განვითარების შესახებ პრაქტიკული დიალოგისთვის", - ამბობენ ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფში.
ლიბერთი, როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საცალო ბაზასა და ყველაზე ფართო ფიზიკურ ქსელს ფლობს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათთვის პრიორიტეტულია, რომ ინფრასტრუქტურის განახლებამ და სერვისების გაციფრულებამ საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მოქნილი და კომფორტული გახადოს:
"ლიბერთის დაპირება, "ყველგან და ყველასთვის", ჩვენი ფართო ფიზიკური ქსელისა და ციფრული შესაძლებლობების ერთობლიობით მიიღწევა. ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს, ფინანსური მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, განურჩევლად მომხმარებლის ადგილმდებარეობისა და დროისა. ჩვენი მიზანია, ფიზიკურ პირებს საბანკო სერვისებით სარგებლობა შეეძლოთ მარტივად, სწრაფად და მათთვის მოსახერხებელი ფორმით".
საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ციფრული ტრანსფორმაციისას ყველაზე დიდი სირთულე ადამიანურ ფაქტორსა და ახალ პროცესებთან ადაპტაციას უკავშირდება. ამ გამოცდილებას ბაზისბანკ ჯგუფის წევრი ბანკიც იზიარებს და აღნიშნავს, რომ ლიბერთის უმთავრესი ამოცანა ტექნოლოგიური ინოვაციების სიმარტივესთან დაბალანსებაა.
"ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, ამ ცვლილებებთან ადამიანების ადაპტაციაა. ლიბერთისთვის, რომელიც მომხმარებელთა მრავალფეროვან სეგმენტს ემსახურება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდოს და არ შექმნას დამატებითი ბარიერები. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი გამოწვევაა ინოვაციების დანერგვასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ, მარტივ მომსახურებას შორის სწორი ბალანსის შენარჩუნება", - ამბობენ კომპანიაში.
Industry Talks-ის ფარგლებში,ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფისთვის, როგორც გენერალური პარტნიორისთვის, გადამწყვეტი სხვადასხვა ინდუსტრიის, მათ შორის რითეილ სექტორის რეალური საჭიროებებისა და გამოწვევების მოსმენაა:
"Industry Talks-ის ამ შეხვედრის თემა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ბიზნესის წარმომადგენლებს, უკეთ გავიგოთ მათი გამოწვევები და გავეცნოთ მათ პრაქტიკულ გამოცდილებას. გვჯერა, რომ ასეთი დიალოგები და განხილვები დაგვეხმარება ჩვენი ბიზნესისა და მომხმარებლებისა საჭიროებების უკეთ გააზრებასა და მათზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებების განვითარებაში", - უთხრეს BMG-ს "ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფში".
შეგახსენებთ, რომ BMG-სა და BDO-ს ერთობლივი პლატფორმის სადებიუტო ღონისძიება - Industry Talks 1.0 | Retail Transformation 6 ნოემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება და სრულად რიტეილ სექტორს დაეთმობა, მომავალში კი პლატფორმა სხვა წამყვან ინდუსტრიებსაც მოიცავს.
ფორუმი რითეილისა და ტექნოლოგიური სექტორის მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააერთიანებს ისეთი საკითხების განსახილველად, როგორებიცაა ოპერაციული პროცესების მასშტაბური ავტომატიზაცია, ყოველდღიური სამუშაო დინამიკის ოპტიმიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის, როგორც გენერალური პარტნიორის ფორუმში მონაწილეობა კი ადასტურებს, რომ ქართული ბიზნესის გაციფრულებასა და ეკონომიკური დღის წესრიგის შექმნაში ძლიერი ფინანსური ინსტიტუტებისა და ინდუსტრიის ლიდერების თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
























