მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსური სირთულეების გამო, Novo Nordisk-ის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

novo

იმედგამაცრუებელი ფინანსური შედეგების და საფონდო ბირჟაზე განცდილი მკვეთრი ვარდნის ფონზე, დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის, Novo Nordisk-ის გენერალური დირექტორი ლარს იორგენსენი თანამდებობას ტოვებს.

როგორც ცნობილია, იორგენსენის გადადგომის პარალელურად, კომპანიაში მენეჯმენტის სრული განახლება და ახალი სტრატეგიის შემუშავება იგეგმება, რაც იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ორი წლის განმავლობაში Novo Nordisk-მა კონკურენტებზე უკეთესი წონაში კლების მედიკამენტების შექმნა ვერ შეძლო.

მართალია, Wegovy-ის და Ozempic-ის წყალობით, 2024 წელს Novo Nordisk-ის შეფასებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ კომპანიას პროგრესი არ ჰქონია და ეს მის ბოლოდროინდელ ფინანსურ შედეგებშიც ჩანს, რადგან პიკურ მაჩვენებელთან შედარებით მისი აქციების შეფასება თითქმის 60%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები