მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Novo Nordisk-ის ახალ დირექტორად მაიკ დუსდარი დაინიშნა

novo nordisk

დანიურ Novo Nordisk-ში რეორგანიზაცია დაიწყო. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფარმაკოლოგიურ კომპანიას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამიერიდან, ამ თანამდეობას ირანული ფესვების მქონე ავსტრიელი მენეჯერი, მაიკ დუსდარი დაიკავებს, რომელიც ეცდება კომპანიის შემოსავალი რამდენიმე წლის წინ დაფიქსირებულ მაჩვენებელზე დააბრუნოს.

ახალი დირექტორის წარდგენამდე, Novo Nordisk-მა 2025 წლის პროგნოზი გაავრცელა, რომელიც ინვესტორებს ნამდვილად არ მოეწონათ. ძველი პროგნოზით, დანიური კომპანიის შემოსავალი წლის ბოლოსთვის 21%-ით გაიზრდებოდა, მაგრამ ახლა საპროგნოზო მაჩვენებელი 14%-ია. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 20%-ზე მეტით შემცირდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, Novo Nordisk-ის შეფასება თითქმის 50%-ითაა შემცირებული, ხოლო კომპანიას ინვესტორები $239 მილიარდად აფასებენ. 2024 წელს Novo Nordisk-ის შეფასება $640 მილიარდი დოლარი იყო და იმ დროს, ის ევროპის უდიდესი კომპანია იყოს. მას შემდეგ, ვითარება კარდინალურად შეიცვალა და დანიური კომპანიის შეფასება 62%-ითაა შემცირებული.

კომპანიის მიერ ბოლო წლებში დაფიქსირებული მკვეთრი აღმასვლა, ისევე, როგორც მისი ბოლოდროინდელი დაღმასვლა ერთი ფაქტორით აიხნება და ეს ფაქტორი — წონაში კლების მედიკამენტია. მას მერე, რაც Novo Nordisk-მა 2021 წელს ბაზარს Wegovy წარუდგინა, კომპანიის აქციის ფასი მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ დანიურ კომპანიას მალევე წამოეწიენ კონკურენტები, რომელთაც უკეთესი პრეპარატები შექმნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები