მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური წესების დარღვევის გამო “ნოტინგემ ფორესტი” დასაჯეს

ნოტინგემ ფორესტი

ინგლისურმა კლუბმა “ნოტინგემ ფორესტმა” ფინანსური წესების დარღვევის გამო სასჯელი მიიღო. ინგლისის პრემიერ ლიგაში არის წესი, რომლის მიხედვითაც კლუბებს აქვთ უფლება სამი წლის მანძილზე ფინანსურად ნეგატიური ბალანსი ჰქონდეთ 105 მილიონი გირვანქას ოდენობით, “ფორესტს” კი 61 მილიონი ჰქონდა, რადგან კლუბი ორი სეზონის მანძილზე რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობდა.

მას შემდეგ, რაც გუნდი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა 42 მოთამაშე გაიფორმა, რომლებშიც სულ 250 მილიონი გირვანქა დახარჯა. გუნდის ხელმძღვანელებმა ეს ყველაფერი სხვა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ კონკურენციის გაწევის მიზნით ახსნეს.

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელების განცხადებით “ნოტინგემ ფორესტისთვის” 4 ქულის დაკლება არა მხოლოდ გუნდისთვის იქნება სასჯელი, არამედ მის კონკურენტებსც სამართლიან სიტუაციაში ჩააყენებს.
ანალოგიური ბრალდება ჰქონდა ლივერპულურ კლუბ “ევერტონს”, რომელსაც პრემიერ ლიგამ 10 ქულა დააკლო, თუმცა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სასჯელი 6 ქულამდე შეუმცირეს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას “ნოტინგემიც” აპირებს, რომელსაც იმედი აქვს, რომ წართმეული ქულები სრულად დაუბრუნდება.
ცნობისთვის, წართმეული 4 ქულის შემდეგ “ნოტინგემ ფორესტი” 21 ქულით მე-17 ადგილზე, გასავარდნ ზონაში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები